პროექტის ფარგლებში არამიზნობრივ ხარჯებად განიხილება:
1. გართობისა და წარმომადგენლობითი ხარჯები;
2. ადგილმონაცვლეობის ხარჯები და შეწირულობები:
3. მიწისა და შენობების შესყიდვა, შენობა-ნაგებობების აშენება ან/და იჯარის გადახდა,
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა.
5. გაუთვალისწინებელი ხარჯი (მათ შორის, ხარჯები ან რეზერვები შესაძლო დანაკარგებისა
ან დავალიანებებისათვის; კურსთაშორისი სხვაობებით გამოწვეული დანაკარგები; აგრეთვე
ჯარიმები);
6. ბიუჯეტის ის პუნქტები, რომელიც უკვე დაფინანსებულია სხვა სტრუქტურის, პროგრამის
ან კომპანიის/დაწესებულების მეშვეობით (ორმაგი დაფინანსების თავიდან აცილება);
7. ხარჯი რომელიც არ დასტურდება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტებით;
8. ხარჯი რომელიც გაწეულია პროექტის განხორციელების ვადის გასვლის შემდეგ.
9. დღგ-ს, მოგების და იმპორტის გადასახადი იმ შეღავათების შესაბამისად, რაც გრანტის
მიმღებისთვის არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის
მუხლებში. დღგ-ს გრანტის სახსრებიდან დაფარვის შემთხვევაში, ამგვარი გადახდა ვერ
ჩაითვლება მიზნობრივ ხარჯად და შესაბამისად არ იქნება შეტანილი ფინანსური ანგარიშის
დანახარჯების ნუსხაში;